თამარ გაბუნია - სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია იმაზე დაბალი იყო, ვიდრე მოლოდინი გვქონდა - სექტემბერში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ივლისსა და აგვისტოში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდება, ხოლო სექტემბერში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია იქნება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ჯანდაცვის სექტორის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოსალოდნელზე დაბალი იყო.

„ყველა ადამიანისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენ გლობალურად შევძლებთ დამატებითი დოზების მობილიზებას. ეს თარიღი მოსალოდნელია მესამე კვარტლიდან. ამ პერიოდიდან ვაქცინების მოწოდება ბევრად უფრო მარტივი და გაზრდილი იქნება, ვიდრე ეს არის დღევანდელი პირობებით. ივლისი-აგვისტო იქნება ის ორი თვე, როდესაც დაიწყება ქვეყანაში შედარებით ფართო მოცვა და სექტემბერში იქნება სრული გაშლა საყოველთაო ვაქცინაციის, როგორც ეს გეგმით იყო განსაზღვრული. ეს არის ბიზნეს სექტორი, თუ მოქალაქე, რომელიც დღეს არსად დასაქმებული არ არის, თანაბრად შეიძლება ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. დღევანდელ ეტაპზე ბიზნესის მობილიზება მნიშვნელოვანია იმ მიზეზების გამო, რომ ბიზნესში დასაქმებული მოქალაქეები ხშირად შესაძლოა, არასწორად აღიქვამდნენ ვაქცინაციის აუცილებლობას. ჩვენ დღესაც გვიწევს მუშაობა და დარწმუნება მთელი რიგი ბიზნესის იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში, რადგან ჯანდაცვის სექტორის ფარგლებშიც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია იმაზე დაბალი იყო, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ: 1. ვაქცინების ის დოზები, რომელიც ქვეყანაშია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული და 2. ასევე უკვე ივლისის თვიდან მოხდეს მეტი დოზების შემოტანის ხარჯზე მოსახლეობის ფართო მოცვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა