ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს ჩატარდება

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა.

"მომავალ კვირაში პარლამენტს დავითხოვ და დროებით მთავრობას დავნიშნავ. ამ ვითარებაში არჩევნები 11 ივლისს უნდა ჩატარდეს", - აღნიშნა რადევმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტიამ - „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ - გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რის გამოც, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდა საჭირო, რაც ვერც ბორისოვმა და მოგვიანებით ვერც არჩევნებში მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიების - "არის ასეთი ხალხი" და „სოციალისტური პარტიის“ - ხელმძღვანელებმა ვერ მოახერხეს.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?