ლონდონში, „დიდი შვიდიანის“ სამიტისთვის ჩასულ ინდოეთის დელეგაციის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ლონდონში, „დიდი შვიდიანის“ სამიტისთვის ინდოეთიდან ჩასული დელეგაცია თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები გაერთიანებული სამეფოს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯაიშანკარი დღეს შეხვედრას ვერ დაესწრება, თუმცა ის მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს,“- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკა რააბმა.

მედიის ინფორმაციით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰანიამ ჯაიშანკარს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამასთან, ვრცელდება ფოტოები, სადაც ჯაიშანკარისა და ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ პრიტი პატელის შეხვედრაა აღბეჭდილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა