იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა უცხოელი ტურისტებისთვის მაისის შუა რიცხვებიდან გაიხსნება

იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის განცხადებით, ქვეყანაში უხოელი ტურისტები კარანტინის გავლის გარეშე შესვლას მაისის შუა რიცხვებიდან შესძლებენ.

პრემიერის თქმით, ქვეყანა „მზადაა მსოფლიოს დაუბრუნდეს“.

„ჩვენი მთები, პლაჟები, ქალაქები და სოფელი იხსნება. ეს პროცესი დაჩქარდება უახლოეს კვირებსა და თვეებში. მაისის შუა რიცხვებიდან ტურისტებს იტალიაში შემოსვლა შეეძლებათ. ასე, რომ დრო მოვიდა იტალიაში დასვენება დაჯავშნოთ“, - აღნიშნა მარიო დრაგიმ. „

გარდიანი“ ტურიზმის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტორები, რომლებმაც ჩაიტარეს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით ვაქცინაცია, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ან მოგზაურობამდე 48 საათით ადრე ჩატარებულმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა, იტალიაში შესვლის ნებას შეზღუდვების გარეშე მიიღებენ. ახალი რეგულაცია შეეხება ყველა ქვეყანას, გარდა იტალიის მთავრობის მიერ მოგზაურობის თაობაზე „შავ სიაში“ შეყვანილი ქვეყნებისა, მათ შორის არის ინდოეთი და ბრაზილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა