ბადრი ჯაფარიძე - ხვალიდან ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იმასთვის, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებს არ მივცეთ მოსვენება იქამდე, ვიდრე ზაზა გახელაძე ოჯახს არ დაუბრუნდება

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხვალიდან ოპოზიციის ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხისკენ იქნება მიმართული.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიციის ნაწილისა და ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი "სახელისუფლებო სტრუქტურებს მოსვენებას იქამდე არ მისცემენ, ვიდრე ზაზა გახელაძე თავის ოჯახს არ დაუბრუნდება".

"ჩვენ შეხვედრა გვქონდა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან. სამწუხაროდ, ხელისუფლება ინერტულობას იჩენს, არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს იმისათვის, რომ განთავისუფლებული იყოს ზაზა გახელაძე, რომელიც აბოსლუტურად უკანონოდ იმყოფება ცხინვალის ციხეში და ის საოკუპაციო ძალების მიერ იქნა დაკავებული. ჩვენი ძალისხმევა ხვალიდან მიმართული იქნება იმასთვის, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებს არ მივცეთ მოსვენება იქამდე, ვიდრე ზაზა გახელაძე თავის ოჯახს არ დაუბრუნდება. ეს ყველასთვის საფიქრალია, რომ საკუთარ სამშობლოში გადაადგილებისათვის ადამიანს აღუკვეთეს თავისუფლება საოკუპაციო ძალებმა. ამიტომ, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უნდა იყოს ყოველდღიურად, ვიდრე გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გათავისუფლებული არ იქნება",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა