ანონსი  6 მაისი

6 მაისს, 10:10 საათზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრება.

მის: ალ. ყაზბეგის 16

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

6 მაისს, 11:00 საათზე, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი აქტივისტის, მდინარე რიონში გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ოჯახის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა განცხადებას გააკეთებს და ანთიძის მიერ დატოვებულ წერილს გაასაჯაროვებს.

მის: ავლაბარი, მესხიშვილის 12, საადვოკატო კომპანია

საკონტაქტო: გიორგი ჭოჭუა- 568 000 097

6 მაისს, 11:30 საათზე, ქალაქ ამბროლაურში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარმენ მარგველიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

6 მაისს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გაეროს ექსპერტი ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე გელა კვაშილავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: მართვის მოწმობები მოპედებისთვის და სავალდებულო რეგისტრაციის საკითხი. როგორ უნდა რეგულირდებოდეს მოპედებით გადაადგილება. როგორია მოპედების წილი ავტოსაგზაო შემთხვევებში. ავარიების სტატისტიკა საქართველოს გზებზე და უსაფრთხოების საკითხები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის.: სანაპიროს 4

6 მაისს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: მართვის მოწმობები მოპედებისთვის და სავალდებულო რეგისტრაციის საკითხი. როგორ უნდა რეგულირდებოდეს მოპედებით გადაადგილება. როგორია მოპედების წილი ავტოსაგზაო შემთხვევებში. ავარიების სტატისტიკა საქართველოს გზებზე და უსაფრთხოების საკითხები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 მაისს, 13:00 საათზე, აკადემიკოს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) საქართველოს პარლამენტის წევრები საჯაროდ აიცრებიან.

​მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29

6 მაისს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარლამენტის წევრების ვაქცინაციის პროცესს გაეცნობა.​

​მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29

6 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ლევან ვასაძე პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს; საკუთარ სამოქმედო გეგმას წარადგენს და მედიის კითხვებს უპასუხებს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: 599726565

6 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციში - GREDA გაიმართება პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციას დაესწრებიან: საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის - GREDA აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის თავჯდომარე გიორგი აბრამიშვილი; მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარგებაძე; ლოპოტაჰესის აღმასრულებელი დირექტორი, ბიძინა იმნაძე.

თემა: ენერგოსექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. შეხვედრაზე საუბარი იქნება დარგის მნიშვნელობაზე, შეჩერებულ ინვესტიციებზე, ჰესების მშნებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე.

მის: კოსტა ხეთაგუროვის N36

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს