Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ დაადგინა, რომ სოციალურმა ქსელმა დონალდ ტრამპის მიმართ არასათანადო სასჯელი გამოიყენა

Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს იმის შესახებ, თუ რა სახის კონტენტის გამოქვეყნება ან წაშლა შეუძლია Facebook-სა და Instagram-ს საკუთარი პლატფორმებიდან, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

საბჭო მხარს უჭერს სოციალურ ქსელში ტრამპის დაბლოკვას, თუმცა მისი გადაწყვეტილებით, Facebook-ის მხრიდან არამართებული იყო „ბუნდოვანი და სტანდარტების შეუსაბამო სასჯელის დაკისრება დონალდ ტრამპის გვერდის განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვასთან დაკავშირებით“.

სამეთვალყურეო საბჭოს განმარტებით, Facebook-ის მხრიდან მომხმარებელთა მიმართ ნორმალურ სასჯელთა შორისაა შეუსაბამო კონტეტნტის წაშლა, გვერდის დროებით დაბლოკვა ან გვერდისა და ანგარიშის სამუდამოდ შეჩერება.

„შეუსაბამო იყო Facebook-ის მხრიდან „განუსაზღვრელი“ დაბლოკვა. დაუშვებელია, რომ Facebook-მა მომხმარებელს განუსაზღვრელი ვადით დაატოვებინოს პლატფორმა და არ მიუთითოს კრიტერიუმები თუ როდის და როგორ აღდგება მისი ანგარიში. საბჭო მოითხოვს, რომ Facebook-მა ხელახლა განიხილოს ეს საკითხი, რათა დაადგინოს და დაასაბუთოს მისი პროპორციული გადაწყვეტილება, იმ წესების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება მისი პლატფორმის სხვა მომხმარებლების მიმართ. Facebook– მა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს ამ საკითხის მიმოხილვა“,- ნათქვამია განცხადებაში.

საბჭომ ასევე რეკომენდაციები მისცა Facebook-ს, შეიმუშაოს მკაფიო, აუცილებელი და პროპორციული პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას.

Facebook-მა იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში განუსაზღვრელი ვადით 7 იანვარს დაბლოკა, რადგან ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეთა შესაძლო წაქეზებაში დაადანაშაულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო