მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვალერიან ლომთათიძე 101 წლის გახდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მკვიდრი, ვალერიან ლომთათიძე, 101 წლის გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ომის ვეტერანს დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ, მერის მოადგილემ, მინდია ჟღერიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„ვალერიან ლომთათიძე 21 წლის იყო, როცა ომში გაიწვიეს. თავდაპირველად, ფინეთის საზღვართან იბრძოდა, შემდეგ კი ლენინგრადის ბლოკადაში მოუწია ყოფნა; ბლოკადის დასრულებამდე არ მიუტოვებია ალყაშემორტყმული ქალაქი; 1944 წელს მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, ფრონტიდან სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ, მშობლიურ ბუკნარში ცხოვრობს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ულოცავს ვალერიან ლომთათიძეს 101 წლის იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა