ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება პარტია „ეშ ატიდის“ ლიდერს, იაირ ლაპიდს დაავალა

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მთავრობის ფორმირება პარტია „ეშ ატიდის“ ლიდერს, იაირ ლაპიდს დაავალა. ლაპიდს ახლა 28 დღე აქვს ახალი კოალიციის შესაქმნელად, რომელიც 2 ივნისს დასრულდება.

„რიგი რეკომენდაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იაირ ლაპიდს ბევრი სირთულეების მიუხედავად, შეუძლია მთავრობის ფორმირება, რომელსაც ქნესეთის ნდობა ექნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ლაპიდმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ისრაელის მთავრობა. ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული ვადა უკვე ამოიწურა.

ლაპიდის პარტია 23 მარტს ჩატარებულ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. თუკი ის მომავალი 28 დღის განმავლობაში კოალიციის ფორმირებას ვერ შეძლებს, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტს დაავალოს, 3 კვირის განმავლობაში ახალ კანდიდატზე შეთანხმდეს. თუკი კანონმდებლები ამას ვერ მოახერხებენ, ისრაელში კიდევ ერთი არჩევნები დაინიშნება. შეგახსენებთ, ისრაელი პოლიტიკურ ჩიხშია. 2019 წლიდან ქვეყანაში არჩევნები ოთხჯერ ჩატარდა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს