ეკა ბესელია - თალაკვაძე დაასუსტეს, ეს დასჯის მექანიზმის გამოყენებას ჰგავდა, დარწმუნებული ვარ, ამაში კობახიძის ხელი ურევია

სპიკერის ვიცე-სპიკერად გადაყვანა ფაქტია, რომ დასუსტებაა. თალაკვაძის მიმართ ეს დასჯის მექანიზმის გამოყენებას ჰგავდა აშკარად. დარწმუნებული ვარ, ამაში კობახიძის ხელი ურევია, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ არის ცნობილი, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კვლავ კახი კალაძე, ბესელია პასუხობს, რომ „კალაძე ამას იქამდე ვერ იტყვის, ვიდრე მმართველი პარტიის დამოკიდებულება გადაწყვეტილი არ იქნება“.

„მე ვფიქრობ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის კალაძის საკითხი და ვიდრე საბოლოოდ მის მიმართ ცალსახად არ გამოიკვეთება განწყობა, ან პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორია, ვფიქრობ, ის მერობის კანდიდატი არ იქნება, ასეთი მოლოდინი მაქვს, ვნახოთ. იქამდე, ის ამას ვერ ამბობს და მისი პოზიციონირება დამოკიდებულია როგორი იქნება მმართველი პარტიის და თუნდაც, ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება და მისი განწყობა“, - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, არჩილ თალაკვაძე განიხილებოდეს მერობის კანდიდატად, ბესელია პასუხობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ვიცე სპიკერად მისი გადაყვანით ის „დაასუსტეს“.

„ამისთვის მაშინ სხვა სვლა უნდა გაეკეთებინათ, ცუდი რამ მოხდა. ყველა ხვდება, რომ თალაკვაძე არავის დაუწინაურებია, პირიქით, დაასუსტეს იმ სვლით და თან ეს მოხდა, ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, თუ ამ ორ მოვლენას გაზომავ, აშკარად დასჯას ჰგავდა. ვიცე-სპიკერად გადაყვანა სპიკერის, ფაქტია, რომ დასუსტებაა მისი. ალბათ, რეიტინგებს შეამოწმებენ და გაზომავენ, ვის უკეთესი მონაცემები აქვს, მაგრამ აშკარად ჰგავდა თალაკვაძის მიმართ უფრო დასჯის მექანიზმის გამოყენებას. დარწმუნებული ვარ, ამაში კობახიძის ხელი ურევია“, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა