პენტაგონი კონტროლიდან გამოსული ჩინური რაკეტის მოძრაობას აკვირდება, რომელიც როგორც მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში 8 მაისისთვის შევა

პენტაგონი აცხადებს, რომ დიდი ზომის ჩინური რაკეტის მოძრაობას თვალს ადევნებს, რომელიც კონტროლიდან არის გამოსული და როგორც მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში ამ კვირის ბოლოს შევა - წერს CNN.

აქვე საუბარია, რომ წუხილს იწვევს ის ფაქტი, თუ სად შეიძლება ჩამოცვივდეს მისი ნამსხვრევები.

თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, მაიკ ჰოვარდის განცხადებით, ჩინური წარმოების Long March 5B-ის ტიპის 22 ტონიანი რაკეტა მოსალოდნელია, რომ დედამიწის ატმოსფეროში 8 მაისს შემოვა.

მისივე თქმით, აშშ-ს კოსმოსური სარდლობა თვალყურს ადევნებს რაკეტის ტრაექტორიას.

მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში იწვის, რაკეტის ზომა შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ დიდ ნაწილებს შეუძლიათ ზიანი გამოიწვიონ, თუ ისინი დასახლებულ ადგილებში მოხვდებიან. ჰოვარდის განმარტებით, დედამიწის ატმოსფეროში რაკეტის შემოსვლის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით ვერ დადგინდება.

რაკეტა ჩინეთმა გასულ კვირას კოსმოსში მისი სადგურის ნაწილების გასაშვებად გამოიყენა.

იხილეთ ვიდეო:პენტაგონი კონტროლიდან გამოსული ჩინური რაკეტის მოძრაობას აკვირდება, რომელიც როგორც მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში 8 მაისისთვის შევა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა