აშშ-მა განვითარებადი ქვეყნების მხრიდან კორონავირუსის ვაქცინების პატენტებზე წვდომას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე გამონაკლისის დაშვებას.

კერძოდ, გამონაკლისი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების პატენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, ვაქცინების ამ ქვეყნებში წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

ბაიდენის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაჟღერების შემდეგ განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელმა, კეტრინ ტაიმ.

”ეს არის გლობალური ჯანდაცვის კრიზისი და კოვიდ-19-ის პანდემიის საგანგებო გარემოებები საგანგებო ზომების გატარებას მოითხოვს”, - აღნიშნა ტაიმ, რომელიც მხარს უჭერდა მოლაპარაკებებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

Reuters-ი წერს, რომ გამონაკლისის ამოქმედებას, შესაძლოა, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასჭირდეს, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილებები 164-ვე წევრის თანხმობას მოითხოვს. აქამდე შეერთებული შტატები და რამდენივე სხვა ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ბლოკავდნენ.

გამონაკლისის დაშვების ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ, დამტკიცების შემთხვევაში, ის ხელს შეუწყობს ვაქცინების წარმოების გაზრდას. კრიტიკოსები კი ირწმუნებიან, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინების წარმოება კომპლექსურია და ახალ ობიექტებში წარმოების დაწყებამ, შესაძლოა, არსებულ ობიექტებში წარმოების ზრდას ხელი შეუშალოს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-მა განვითარებადი ქვეყნების მხრიდან კორონავირუსის ვაქცინების პატენტებზე წვდომას მხარი დაუჭირა

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა