კანადამ „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

კანადამ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფზე ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო.

„უწყებამ დაადგინა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ამ ახალგაზრდა ჯგუფებში გამოყენებისთვის. შესაბამისად, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება,“- განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა.

მიმდინარე წლის მარტში „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების პირველადი შედეგების თანახმად, ვაქცინა 100%-ით ეფექტურია და ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 1.2 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული და აქედან დაახლოებით 20% 19 წლამდე ასაკის პირია. რაც შეეხება კანადაში მიმდინარე ვაქცინაციის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 34 %-ს აქვს გაკეთებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა