„დიდი შვიდეული“ - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის ქმედებების შედეგად დაზარალდა

ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ნეგატიური ფორმა გრძელდება, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ეს მოიცავს რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მის მავნე საქმიანობას, რომლის მიზანი სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრაა, მავნე კიბერ საქმიანობას და დეზინფორმაციის გამოყენებას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ხაზს უსვამენ, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ ყველა პარტნიორს, რომლებიც რუსეთის ქმედებების შედეგად დაზარალდნენ.

„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად დაზარალდა. სინანულით აღვნიშნავთ რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებას და ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის, როგორც სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებითი საფუძვლის, პატივისცემის მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ალექსეი ნავალნიზედაც არის საუბარი.

„ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. მოვუწოდებთ რუსეთს შეფერხების გარეშე გამოიძიოს და სარწმუნოდ განმარტოს მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება. ისინი, ვინც ქიმიურ იარაღს იყენებენ, ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების, ოპოზიციაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებზე „სისტემატური ზეწოლის განხორციელების გამო.“

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამდღიან სამიტს ლონდონმა უმასპინძლა.

იხილეთ ვიდეო:"დიდი შვიდეული" - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის ქმედებების შედეგად დაზარალდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა