ბრაზილიის პრეზიდენტი - კორონავირუსი, შესაძლოა, ბიოლოგიური ომის წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ კორონავირუსი შესაძლოა „ბიოლოგიური ომის“ წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

"ეს ახალი ვირუსია. არავინ იცის ლაბორატორიაში გაჩნდა, თუ იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც ცხოველი ჭამა. მაგრამ სამხედროებმა ყველაფერი იციან ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური ომის შესახებ. შეიძლება ახალ ომში ბრძოლა მოგვიწიოს? საინტერესოა. რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად?"

ბრაზილიის პრეზიდენტს ჩინეთი არ უხსენებია, თუმცა ქვეყანა, სადაც პანდემია დაიწყო, ერთადერთი იყო „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის, რომლის ეკონომიკა გასულ წელს გაიზარდა.

ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჩენის თეორიას. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვერსია, რომ ეპიდემია ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად გაჟონვამ გამოიწვია, „უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა“.

იხილეთ ვიდეო:ბრაზილიის პრეზიდენტი - კორონავირუსი, შესაძლოა, ბიოლოგიური ომის წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა