მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში თითქმის ყველა საწოლი დაკავებულია, მაგრამ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საწოლფონდების მობილიზება იმისდა მიხედვით მოხდება, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში თითქმის ყველა საწოლი დაკავებულია, მაგრამ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ.

„მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი კლინიკაც უკვე მზად არის ამ საქმიანობისთვის. იმისდა მიხედვით, როგორი იქნება მატება, საწოლფონდიც შესაბამისად იქნება ალბათ მობილიზებული. ამ ეტაპზე ჩვენთან ყოველი საწოლი ყოველდღე დაკავებულია, უბრალოდ „ტრიაჟი“ ხდება, რაც ნიშნავს, რომ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ და ეს მუდმივი პროცესია. ცენტრიდან დაახლოებით 10-12 პაციენტი ყოველდღიურად ეწერება და ყოველდღიურად 10-12 პაციენტი შემოდის“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა