ჩინეთი ავსტრალიასთან ეკონომიკურ დიალოგს წყვეტს

ჩინეთმა “ჩინეთ-ავსტრალიის სტრატეგიული ეკონომიკური დიალოგის” ფარგლებში ყველა მოქმედება "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის განვითარების და რეფორმების ეროვნული კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

”ცოტა ხნის წინ ავსტრალიის მთავრობის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო მთელი რიგი ზომების გატარება ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ხელის შეშლის მიზნით,“- აღნიშნულია ჩინეთის ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა, კომისია არ განმარტავს, რა კონკრეტულმა ქმედებებმა უბიძგა მას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ.

Reuters-ი წერს, რომ დღეს ავსტრალიური დოლარის კურსი მკვეთრად დაეცა.

ავსტრალიასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები 2018 წელს მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei თავისი 5G მობილური ქსელიდან გათიშა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შარშან გაუარესდა, როდესაც ავსტრალიამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს