საფრანგეთის საგარეო მინისტრი - პანდემია მსოფლიოში 2024 წლამდე გაგრძელდება, თუკი „დიდი შვიდეული“ ვაქცინების წარმოების გაზრდაზე არ იქნება ორიენტირებული

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში 2024 წლამდე გაგრძელდება, თუკი „დიდი შვიდეული“ ვაქცინების წარმოების გაზრდაზე არ იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ დრაიანმა გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მეტის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინებმა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ადამიანებამდე მიაღწიოს და ამ თვალსაზრისით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„თუკი ამ ტემპით გავაგრძელებთ, გლობალური იმუნიტეტი 2024 წლამდე არ იქნება. ვაპირებთ, 2024 წლამდე დავიცადოთ ჩვენი პირბადეებით, ტესტებით, შეზღუდვებითა და შიშით? არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის, ან მსოფლიოსთვის გამოსავალია. გლობალური იმუნიტეტის გარეშე კოვიდ 19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ გვექნება,“- აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, გაეროს „კოვაქსის“ სქემას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების წარმოებას და განაწილებას აფინანსებენ, უფრო მეტი იმპულსი სჭირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა