ჩინეთი "დიდი შვიდეულის" განცხადებას გმობს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება დაგმო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, განცხადებაში პეკინის მოძალადედ მოხსენიება და ტაივანის მხარდაჭერა ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა.

"დიდი შვიდეულის" ლონდონის სამიტის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებშია დამნაშავე და თავის ეკონომიკურ გავლენას სხვების დასაჩაგრად იყენებს.

"დიდი შვიდეულის" განცხადებაში მოულოდნელი იყო იმის აღნიშვნა, რომ ისინი მხარს უჭერენ ტაივანის მონაწილეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ფორუმებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაში. მათ გამოხატეს შეშფოთება ტაივანის სრუტეში ”ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებების გამო, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს”.

პეკინში სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა, რომ ამ განცხადებაში ”უსაფუძვლო ბრალდებები” გაკეთდა, რომელიც ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა და რაც მან მკაცრად დაგმო.

"დიდმა შვიდეულმა", როგორც ჯგუფმა, უნდა განახორციელოს კონკრეტული ზომები, რათა ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის აღდგენას, ნაცვლად მისი ჩაშლისა", - განუცხადა ჟურნალისტებს პეკინში ვანგ ვენბინმა.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად თვლის და საერთაშორისო დონეზე მის ოფიციალურ წარმომადგენლობას ეწინააღმდეგება. ბოლო თვეების განმავლობაში, თავისი სუვერენიტეტის დამტკიცების მიზნით, ჩინეთმა ასევე გააძლიერა სამხედრო მოქმედებები ტაივანის მახლობლად.

G7-ის განცხადება ტაიბეიში თბილად მიიღეს, სადაც მთავრობამ განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა კუნძული თავიანთ ერთობლივ კომუნიკეში ახსენეს. ტაივანის საპრეზიდენტო ოფისმა "დიდ შვიდეულს" მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა