ეკატერინე ტიკარაძე - თუ სახელმწიფო და საზოგადოება ვირუსის შესაკავებლად ერთიანად იმოქმედებს, გვაქვს რესურსი არ გვქონდეს პიკი

იმ რიცხვებით, რომელი მაჩვენებელიც დღეს ჩვენ გვაქვს და გათვლებით მაისის მეორე ნახევარში პიკური მაჩვენებელია მოსალოდნელი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანად იმოქმედებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება, "ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი".

"ეს ციფრები, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო და საყურადღებო. ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. აქტიური მოწოდების შედეგად ნიღბის ტარება გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე 95%-ით მაინც გაიზარდოს ნიღბის აქტიურობა. დამატებითი ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს. ჩვენ გარკვეული ხედვები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, პრევენციას შევუწყოთ ხელი და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა