სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ იმსჯელებს

პოლიტიკოსის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ იმსჯელებს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ერთად ჩამოყალიბდებიან არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების სტრატეგიაზე.

„დღეს, როდესაც ნიკა მელია პატიმრობაშია და არ ვიცით, რა გადაწყვეტილება აქვს მას მიღებული, თუნდაც თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, მის გათავისუფლებას დაველოდოთ და ოპოზიციამ ამის შემდეგ იმსჯელოს ერთობლივად რა სტრატეგიაა ყველაზე უფრო მომგებიანი ხელისუფლების დასამარცხებლად ადგილობრივ არჩევნებში.

ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი და მთავარი ამოცანაა, ის გათავისუფლდეს საპატიმროდან, ამის შემდეგ ნიკა, მისი პარტია, სხვა ოპოზიციური პარტიები იმსჯელებენ და ჩამოყალიბდებიან სტრატეგიაზე, რომელიც ოპოზიციისთვის იქნება ყველაზე სწორი სტრატეგია ხელისუფლების დასამარცხებლად და მე ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებ“,- განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა