რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვაქცინაცია თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვაქცინაცია თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. როგორც მან ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ აღნიშნა, პანდემიის დამარცხების ყველაზე ეფექტური გზა ვაქცინის გაკეთებაა.

„ვაქცინაცია არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და ერთმანეთის წინაშე. მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვაქცინაციის პროცესი იყოს შეუქცევადი. ამიტომ, ჩვენი საერთო სოლიდარობა უნდა იყოს ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ პანდემიის დამარცხებაში. ამის ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინის გაკეთება“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, დეპუტატები საჯაროდ აიცრნენ. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარლამენტის წევრების ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

პირველ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობის 20-მდე დეპუტატი აიცრა, სამომავლოდ კი, პარლამენტის დანარჩენი წევრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა