ევროკავშირი ისრაელის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნას იწყებს

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი იმ ე.წ. „მესამე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, რომლებთანაც წევრ სახელმწიფოებს არააუცილებელი მიზეზით მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შეუძლიათ.

„ევროკავშირში არააუცილებელი მიზეზით მოგზაურობაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების რეკომენდაციის გადახედვის შემდეგ, საბჭომ განაახლა ქვეყნების სია, ისრაელის დამატებით, რომლისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვები უნდა მოიხსნას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ სიაში ისრაელის გარდა შედიან : ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის დადასტურების შემთხვევაში).

ევროკავშირის საბჭო უსაფრთხო ქვეყნების სიას ყოველ ორ კვირაში ერთხელ განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში აახლებს.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირი ისრაელის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნას იწყებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო