ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენს უკრაინაში იწვევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ბლინკენთან შეხვედრა შინაარსობრივი იყო.

”ზოგადად, შეხვედრა შინაარსობრივი იყო და გვჯერა, რომ მიმდინარე წელი ფუნდამენტური წელი იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებისათვის”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, შეერთებული შტატები აუცილებლად იქნება უკრაინის სტუმარი როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ვიზიტების საშუალებით.

„წელს არის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე, როდესაც ჩატარდება ჩვენი მნიშვნელოვანი "ყირიმის პლატფორმა", პირველი პლატფორმა ყირიმის დასახმარებლად, ჩვენი ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის და მე მოვიწვიე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ჩვენ გვჯერა, რომ წელს, უკრაინისთვის სიმბოლურ წელს, შეერთებული შტატები აუცილებლად იქნება ჩვენთან და ჩვენი სტუმარი ოფიციალური და არაოფიციალური ვიზიტებით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენს უკრაინაში იწვევს

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია