საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან კიდევ ერთი ხნული გაავლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის გასწვრივ კიდევ ერთი ხნული გაავლეს. ადგილობრივების ინფორმაციით ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკით საოკუპაციო ხაზთან გუშინ გამოჩნდნენ და სოფლების - ცერონისისა და კნოლევის პერიმეტრზე, ე.წ. სასაზღვრო მწვანე ბანერების გასწვრივ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ხნული გაავლეს. კნოლევის მცხოვრებთა განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, სოფლის მოსახლეობა ვეღარ გადაადგილდება და შესაბამისად, ამ მიწების სასოფლო-სამეურნეო ან საძოვრების დანიშნულებით გამოყენებას ვეღარ ახერხებს.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გამყოფი ხაზის გასწვრივ, ანალოგიური ხნულები 2 კვირის წინ სოფელ ტახტიძირშიც გაავლეს და ამავე მონაკვეთზე შემდგომ ბოძებიც დაამონტაჟეს. აღნიშნული საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დააყენეს და განაცხადეს, რომ მსგავსი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა