გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება და არა იმისთვის ჭიდაობა, თუ როგორ არ გავათავისუფლოთ ის

მშვიდად და წყნარად ვარ იმიტომ, რომ ვიცი, საბოლოო ჯამში ნიკა მელია გათავისუფლდება ყოველგვარი მისი პოზიციის გამოხატვის გარეშე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება და არა იმისთვის ჭიდაობა თუ როგორ არ გათავისუფლდეს ის.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გაპატიოსნდა "ქართული ოცნება" ძალიან ცდება, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით ჩვენ გაცილებით დიდი ბერკეტები მივიღეთ ოპოზიციის იმ ფლანგმა, რომელმაც მოვაწერეთ, ვიდრე "ქართულ ოცნებას" აქვს დღეს. მას აქვს ერთი უპირატესობა, რომ მეტი ხალხი ჰყავს პარლამენტში და შეუძლია კანონი მიიღოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს დიდი უპირატესობა, რომ გვაქვს დასავლეთის მხარდაჭერა და სიმართლე ჩვენს მხარეს არის, ამიტომ გაიმარჯვებს სიმართლე, დასავლეთის მხარდაჭერა და ხალხის მხარდაჭერა. ყველა მექანიზმი ამოქმედდება თუ ამის საჭიროება იქნება და იმედი მაქვს, რომ ეს არ დაგვჭირდება იმიტომ, რომ არ მინდა ვიყოთ პატარა ბავშვებივით, უმწიფარი ბავშვებივით, რომ ყოველ წუთში დავრბოდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მეტად უნდა სცხვენოდეს "ქართულ ოცნებას". მშვიდად და წყნარად ვარ იმიტომ, რომ ვიცი საბოლოო ჯამში ნიკა მელია გათავისუფლდება ყოველგვარი მისი პოზიციის გამოხატვის გარეშე.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება და არა იმისთვის ჭიდაობა თუ როგორ არ გავათავისუფლოთ ნიკა მელია. მე ამისთვის პასუხისმგებლობას ვიღებ მორალურსაც, პოლიტიკურსაც, ყველანაირს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ამნისტიის კანონი მივიღოთ და ის გავათავისუფლოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონისთვის პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაეჭირა მხარი და "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი არასწორი გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა.

"ჩემი აზრით, ამნისტიის კანონისთვის, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაეჭირა და არ უნდა იყვნენ ჩასაფრებულ პოზიციაში, რომ რა ცუდია ამნისტიის კანონი. "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი არასწორი გადაწყვეტილების მსხვერპლი გახდა, დოკუმენტზე ხელმოწერის უარის თქმასთან დაკავშირებით. ახლა უნდათ, რომ როგორმე გამოძვრნენ. მე ჩემი განცხადებებით ვაძლევ ამის საშუალებას და თუ დაფიქრდებიან, ამ ხალხს კარგად ვიცნობ, ძალიან სწრაფად შეგვიძლია ეს პროცესი შევცვალოთ და ეს იწილო-ბიწილო დავასრულოთ", - აღნიშნა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა