მიხეილ სარჯველაძე - თუკი პრეზიდენტი დაინტერესდება ჩვენი პოზიციით, იოლად მიხვდება, რომ ვერსიები, რაც  ოპოზიციის მხრიდან გამოითქმება, მართებული არ არის

თუკი პრეზიდენტიც დაინტერესდება ჩვენი პოზიციით, იოლად მიხვდება, რომ ვერსიები, რაც გამოითქმება ოპოზიციის მხრიდან, არ არის მართებული,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილისა და პრეზიდენტის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

სარჯველაძე არ ფიქრობს, რომ ვეტოსთვის რაიმე საფუძველი არსებობს.

"არ მგონია, რომ იმდენად დრამატული მდგომარეობა იყოს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც ამას ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს. შესაბამისად, თუკი დისკუსია გაიმართება და მათ შორის, პრეზიდენტიც დაინტერესდება ჩვენი პოზიციით, იოლად მიხვდება რომ ვერსიები, რაც გამოითქმება ოპოზიციის მხრიდან არ არის მართებული. იმედი გვაქვს, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა ჩვენს არგუმენტებზე ვისაუბროთ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა