დავით უსუფაშვილი - აქციაზე ადამიანები მოდიან არა იმიტომ, რომ კმაყოფილები არიან, არამედ იმიტომ, რომ გაბრაზებულები არიან, ათასობით ლარიანი ჯარიმის შემოღება, დაუშვებელია - პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს, ვეტო დაადოს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, უმრავლესობა კი არ უნდა გაბრაზდეს, „არამედ დაფიქრდეს, რომ კანონის ხარისხი აამაღლოს“. ამის შესახებ უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენოს, უსუფაშვილი ამბობს, რომ „ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა ეს კონსულტაციები, მიანიშნებს, რომ თავადაც ფიქრობს ამ საკითხზე“.

„საპროტესტო აქციაზე ადამიანები მოდიან არა იმიტომ, რომ გახარებულები და კმაყოფილები არიან და ვინმეს ლოცვა-კურთხევას უგზავნიან, არამედ იმიტომ, რომ არიან გაბრაზებულები. ამ პროცესში გაბრაზებულმა ადამიანებმა შესაძლოა ჩვენთვის უსიამოვნო სიტყვა თქვან, მიმიკებით გამოხატონ საკუთარი ემოციები და ამის გამო ათასობით ლარიანი ჯარიმის შემოღება, თან დაჩქარებული წესით, არის დაუშვებელი, ამიტომ ჩვენი პოზიცია თავიდანვე ის იყო, რომ პარალმენტს ეს კანონი არ უნდა მიეღო იმ ფორმით, როგორც მიიღო. ახლა დარჩენილია პრეზიდენტის ხელმოწერა. პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო ამ კანონპროექტს.

როდესაც თავად ვიყავი პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტო უმრავლესობას სასტიკად აღიზიანებდა და ამას პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა. ასე არ უნდა იყოს, რადგან ვეტო - ეს არის ცივილიზებული ინსტრუმენტი. უმრავლესობა თუ ამ პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს მიიღებს, კი არ უნდა გაბრაზდეს, არამედ დაფიქრდეს, რომ კანონის ხარისხი აამაღლოს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა