ეროვნულმა ბანკმა და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყებამ ევროკავშირის Twinning-ის პროექტის შედეგები შეაჯამეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის - "საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში" შემაჯამებელი ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) დახმარებით, საქართველო მზადაა საბანკო და საგადახდო მომსახურების მარეგულირებელი კანონმდებლობა სრულად დაუახლოოს ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებს.

გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

პროექტის დასკვნითი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც მუდმივად შეისწავლის და ნერგავს საუკეთესო პრაქტიკებს, მაღალი დონის ტექნიკური მხარდაჭერა მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გავიზიარეთ ფასდაუდებელი საზედამხედველო გამოცდილება. Twinning-ის პროექტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ინსტრუმენტების დახვეწასა და გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

"საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საბანკო სექტორში ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. პრუდენციული პოლიტიკის გაძლიერების მიმდინარე პროცესი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი ზომების ანარეკლია", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სიგრიდ ბრეტელმა.

როგორც პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რაფალ მიკუშინსკიმ განაცხადა, „საქართველოს ეროვნული ბანკის ყველა წარმომადგენლის პროფესიონალიზმის წყალობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფუძველი ჩაუყარა მარეგულირებელი, საზედამხედველო და სააღსრულებო ჩარჩოს შექმნას ევროკავშირის კანონმდებლობისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად".

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოსა და პოლონეთის მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ბანკის, პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) და პოლონეთის და ლიეტუვის იმ ორგანიზაციების წამყვანი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ პროექტში, აგრეთვე საქართველოს კომერციული ბანკების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფინანსური სექტორის დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

პროექტის ბიუჯეტი 1.750 მილიონ ევროს შეადგენდა. პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო უწყებებმა 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში ერთობლივი ღონისძიებები განახორციელეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა