თამარ კორძაია - ნიკა მელია მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს

ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია მზად არის, ყველასთან გააგრძელოს თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს.

“პირველ რიგში, მინდა მისი თხოვნა გავაჟღერო, ნიკა მელია ყველა ადამიანს მადლობას უხდის, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, იბრძოდა მისი გათავისუფლებისთვის და საერთოდ, იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს პროგრესი და წინსვლა.

ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას. ის მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა კორძაიამ.

ამასთან თამარ კორძაიას თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია.

კორძაია აცხადებს, რომ მელიას აზრით, მისი გათავისუფლება „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით მას გაეღიმა, როდესაც შეკითხვა დავუსვი. ის ამბობს, რომ მისი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით ისევ უცვლელია. ეს უკვე გაჟღერებულია. ის ამბობს, რომ მისი გათავისუფლების გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია და მას შეუძლია ეს გასაღები გადაატრიალოს“,-განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაიამ იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელია უახლოეს დღეებში თავისუფალი იქნება და სამომავლო გეგმებზე თავად ისაუბრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა