უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს.

„რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ პოზიციებს ნოვოტროიცკოეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს. შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადეს უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში.

ინციდენტის შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს აცნობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა