იენს სტოლტენბერგი - რუსული ჯარების რაოდენობის გარკვეული შემცირების მიუხედავად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ ათობით ათასი ჯარისკაცი რჩება

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი რუსი სამხედრო და მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღი და ტექნიკა რჩება. ამის შესახებ მან ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრამდე განაცხადა.

„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და რუსეთის აგრესიული ქცევების ხასიათზე, რაც გამოიხატება სახიფათო სადაზვერვო ოპერაციებში ბულგარეთში, ჩეხეთში და ასევე უკრაინის გარშემო მნიშვნელოვან სამხედრო მობილიზებაში. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ჯარების რაოდენობის გარკვეულ შემცირებას, მაგრამ ათობით ათასი ჯარისკაცი კვლავ რჩება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი ინარჩუნებს დიდი რაოდენობით იარაღს და ტექნიკას. ასევე ისინი შეზღუდვებს აწესებენ შავ ზღვაში, მათ შორის აზოვის ზღვაზე ქერჩის სრუტის გავლით წვდომას ზღუდავენ. ამიტომ ნატო-მ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე და ყურადღებით ადევნოს თვალი მოვლენების განვითარებას. საერთო ჯამში, რუსები მნიშვნელოვანად არიან წარმოდგენილნი და ახლა ბევრად მეტი რუსული ჯარია უკრაინაში და მის გარშემო, ვიდრე დაძაბულობის ბოლო გამწვავებამდე იყო“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ნატო წვრთნების ფარგლებში რუმინეთში ასობით ჯარისკაცს განალაგებს, რაც იქნება ნატოს ძალების მობილიზების, სწავლებისა და ევროპაში განლაგების უნარების დემონსტრირება. შეხვედრის დღის წესრიგშია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო