ნინო ბურჯანაძე - ნიკა მელია ციხეშია და ეს ხალხი პარლამენტში შელაგდა, ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, წადით, თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადეთო - რას მოაწერეს ხელი თვითონ იციან?

ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, წადით ახლა და თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადეთ და ფეხებზე აკოცეთ, ამდენი ხანი, რომ იძახდით არჩევნები გაყალბდაო, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განმარტა, იყო შესაძლებლობა გამარჯვების და მესამე დოკუმენტი იქნებოდა რადიკალურად განსხვავებული.

„მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა სამი კატეგორიის ადამიანები. ერთი - რომელსაც ნებისმიერ ფასად უნდოდა პარლამენტში შესულიყო. მეორე - რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები ჰქონდა, წააცლიდნენ თავს ბევრს თუ ილაპარაკებდა და იხტუნებდა. მესამე - ოღონდ ევროკავშირი ნუ გაბრაზდება, რასაც გინდა ხელს მოვაწერ. იმიტომ არ იყო იმ მოლაპარაკებებზე ბურჯანაძე, სხვათაშორის, იმიტომ არ იყო იმ მოლაპარაკებებზე ბოკერიაც. ადამიანები, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს მოლაპარაკებების. თავიდანვე იზრუნეს, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში არ ვყოფილიყავი.

გამარჯვებასთან ვიყავით ახლოს, მესამე დოკუმენტი იქნებოდა რადიკალურად განსხვავებული. ვერც ერთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებდა ერთპარტიულ პარლამენტს. ნათელი იყო, რომ ისინიც ხვდებოდნენ, რომ ელისაშვილი და „ევროპელი სოციალისტები“ მათ მრავალპარტიულობის იმიჯს ვერ უქმნიდა. იმ კრიზისულ ვითარებაში, რაც ქვეყანაში, შინ და გარეთ არსებობდა. შეუძლებელი იყო ერთპარტიულ პარლამენტს ემოქმედა.

მე მგონი, ვინც შევიდა ისინი უფრო შეიძლება დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში, ვიდრე მე. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ხშირ შემთხვევაში პასიურია, მაგრამ მათ არ უყვართ როცა ატყუებენ. როცა 6 თვე ეძახი და ეუბნები, რომ არჩევნები გაყალბდა და ვინც ამ პარლამენტში შევა „დაჩმორდება“(მაპატიეთ ციტირებას ვახდენ), რომ პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლაა და ხალხის ღალატია. ამ სიტყვებს ჩემზე მეტად ის ხალხი იძახდა, ვინც ახლა პარლამენტშია. ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის, რომ რატომ მოაწერეს ხელი დოკუმენტს რომლის ყველა ნაწილი სადავოა, რომელმაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნები“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ახლა ისიც ვერ ხერხდება, რასაც მოაწერეს ხელი პარლამენტამდე მიიტანონ.

„ჩვენ ახლა ვიღებთ გაუგებარ ამნისტიას, რომელმაც ნიკა მელია უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ნიკა მელია ციხეშია და ეს ხალხი პარლამენტში შელაგდა. მივიღეთ რაღაც გაუგებარი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 43% მიბმა ვადამდელი არჩევნების. საერთოდ რას მოაწერეს ხელი თვითონ იციან?

ვეღარ უნდა გამოვიდეთ - კრემლმა თქვა, ახლა ევროკავშირმა თქვა. კარგია ევროკავშირი ძალიან ვაფასებ. ძალიან მოინდომა კარლ ჰარცელმა და ევროკავშირმა ეს კრიზისი განმუხტულიყო, ჩვენი უბედურება ზუსტად ის არის, რომ ჩვენ ვერ მივეჩვიეთ, ვერ გავხდით დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამაში მე არავის არ ვადანაშაულებ. ნურავის ნუ დავადანაშაულებთ, ნურც მტერს და ნურც მოყვარეს. ჩვენ მიჩვეული ვიყავით ან კრემლმა უნდა გვიკარნახოს ან ახლა ევროკავშირმა ან ვაშინგტონმა. ახლა იმასაც ვერ ვახერხებთ, რასაც მოაწერეს ხელი ის მიიტანონ პარლამენტამდე“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა