ბადრი ჯაფარიძე - როცა თავდებობის მექანიზმი ჩაირთვება, 72 საათში გაათავისუფლებს ნიკა მელიას - დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული პარტნიორები ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თავდებობის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ნიკა მელია 72 საათში საპატიმროდან გათავისუფლდება.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სტრატეგიულმა პარტნიორებმა ამ შეთანხმებაში ჩადეს მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ესაა თავდებობის მექანიზმი.

„რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლებას, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჩადეს ამ შეთანხმებაში მექანიზმები, რომელიც გულისხმობს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - თავდებობის მექანიზმი. შემდგომი ეტაპია ამნისტიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც საბოლოდ შეწყვეტს სისხლის სამართლებრივ დევნას ნიკა მელიას მიმართ. ჯერ არ ჩაირთო ეს მექანიზმი, როცა ჩაირთვება ის 72 საათში გაათავისუფლებს ნიკა მელიას. უნდა დაველოდოთ სტრატეგიულ პარტნიორებს, აღვიჭურვოთ მოთმინებით და დაველოდოთ პარტნიორების ძალისხმევას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს და ადამიანი გამოვიდეს გარეთ. რაც შეეხება, ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულ მექანიზმს, ის თავიდანვე ამას გულისხმობდა. ეს მექანიზმი არ იყო ჩაწერილი შეთანხმებაში იყო ზეპირად გაჟღერებული“,- განცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა ნიკა მელია გათავისუფლდეს. ის იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდება.

„ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს საპატიმროდან, მოხდეს ვითარების განმუხტვის დაწყება, დეესკალაცია. შემდგომ იმედი მაქვს, მისი პარტია შეუერთდება შეთანხმება და შემდგომ გააგრძელებს მუშაობას პარლამენტში. გვინდა ოპოზიციური ფლანგი იყოს ძლიერი. ასევე, დასავლელ პარტნიორებს ჰქონდეთ საყრდენი აქ ოპოზიციის სახით. რა თქმა უნდა, კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის იქნება აუცილებელი. ჩვენი ამოცანაა, ჯამში მივიღოთ ისეთი პროცენტი და მხარდაჭერა ჩვენი მოქალქეებისაგან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოაგროვოს 43%-ზე მიახლოებული პროცენტი. მჭიდრო კოორდინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰყავს თავსი ელექტორატი. ამიტომ ყველამ უნდა იზრუნოს თავისი ელექტორატის ბაზის გაფართოებასა და მობილიზაციაზე. „ლელო საქართველოსთვის“ სწორედ ამაზეა ორიენტირებული. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, როგორც ოპოზიციამ დავამარცხოთ ჯამში „ქართული ოცნება“ წელს ადგილობრივ არჩევნებზე და ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე ეფექტური გზა ამ მიზნის მისაღწევად თითოეული ჩვენთაგანის გაძლიერება, პლატფორმის გაფართოება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მათი ვერსია, ძირეულად განსხვავდება „ქართული ოცნების“ ვერსიისგან და ამ მიმართულებით, ბრძოლა მოუწევთ.

„მთელი მოლაპარაკების პერიოდში, რომელიც ჩვენ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით, ჩვენს მიერ მუდმივად ისმებოდა საკითხი, პოლიტიკური ნიშნით სისიხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე. პოლიტიკური ელფერის მატარებელი საქმეების საფუძველზე, დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაზე.

ამნისტიის შესახებ კანონის ჩვენი ვერსია უკვე დავარეგისტრირეთ, ის განსხვავდება ძირეულად „ქართული ოცნების“ ვერსიისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ვერსიაში არის, ბევრი მიუღებელი და შეთანხმების სულისკვეთების წინააღმდეგ, ბევრ ელემენტს შეიცავს. ჩვენ ბევრი გვაქვს საბრძოლი ამ მიმართულებით“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით