გერმანია კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმებას არ ეთანხმება

გერმანიის მთავრობა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დროებით მოხსნას არ ეთანხმება.

„ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ინოვაციის წყაროა და ასევე უნდა დარჩეს. ვაქცინების წარმოების შემზღუდველი ფაქტორებია წარმოების შესაძლებლობები და მაღალი ხარისხის სტანდარტები და არა პატენტები,“ - აცხადებენ გერმანიის მთავრობაში.

გერმანიის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ფარმაცევტული კომპანიები წარმოების გაზრდის მიზნით პარტნიორებთან უკვე თანამშრომლობენ.

ცნობისათვის, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმების იდეა, რომლის მიზანი განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების პატენტებზე ხელმისაწვდომობის უფლების მინიჭება და ამ ქვეყნებში ვაქცინების წარმოების უზრუნველყოფაა, „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ თავდაპირველად ინდოეთმა და სამხრეთ აფრიკამ გააჟღერეს. წინადადებას აშშ-ის წინა ადმინისტრაციის, ასევე გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მკაცრი წინააღმდეგობა მოჰყვა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კი გუშინ განაცხადა, რომ შეთავაზებას მხარს უჭერდა.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი ნგოზი ოკონჯო-ივეალი აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრებმა ვაქცინების წარმოებასთან დაკავშირებულ პრაგმატულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რადგან არსებული უთანასწორობა არასწორია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს