გერმანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას აუქმებს

გერმანიის მთავრობამ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა და ქვეყანაში ვაქცინა უახლოეს მომავალში ყველა ზრდასრული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიაში ამჟამად „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს ცრიან.

ამასთან, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, მოქალაქეებს მეორე დოზის მისაღებად 12-კვირიანი ლოდინი აღარ დასჭირდებათ და მისი გაკეთება ოთხ კვირაში იქნება შესაძლებელი.

შპანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ზაფხულში ვაქცინებს 12-18 წლის ასაკის მოზარდებსაც შესთავაზებენ მას შემდეგ, რაც ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელი ვაქცინების აღნიშნული ასაკის პირებში გამოყენების ნებართვას გასცემს.

ბოლო მონაცემებით, გერმანიას სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 8.6%-ია, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა კი 30%-ს აქვს გაკეთებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო