ენტონი ბლინკენი - ნაყოფიერი დრო გავატარე კიევში - შეერთებული შტატები უდრეკია რუსეთის აგრესიის წინაშე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მისი უკრაინაში ვიზიტი ნაყოფიერი იყო.

„ნაყოფიერი დრო გავატარე კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ყველასთან, ვისაც შევხვდი. შეერთებული შტატები უდრეკია რუსეთის აგრესიის წინაშე და მტკიცედ უჭერს მხარს რეფორმებზე მუშაობას, რომელიც უკრაინის სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო,“- წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი უკრაინას გუშინ სტუმრობდა. მან ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ქვეყნის პარლამენტის წევრებთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს