სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ბორის კოლარი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

„სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებისა და ჩემი სახელით, ნება მომეცით, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გისურვოთ ჯანმრთელობა, კრეატიულობა და წარმატება ესოდენ მნიშვნელოვან პოზიციაზე მუშაობისას. გისურვებთ, რომ თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდს თან ახლდეს სიმტკიცე და ბალანსი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მჭიდრო და მეგობრულია. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და დავადასტურო ჩემი ინტერესი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით განვითარების მიმართ, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების სასიკეთოდ. ამ მხრივ, ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი კონტაქტები და დიალოგი კიდევ უფრო გაღრმავდება“,- წერია სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მისალოც წერილში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს