ჩინეთის საგარეო უწყება - ნაკლებად სავარაუდოა ჩინური რაკეტის ნამსხვრევებმა ზიანი გამოიწვიოს

ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე ზიანი გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა.

ჩინურმა გამოცემა Global Times-მა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიდან გამოსული რაკეტის, Long March 5B-ის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, საერთაშორისო წყლებში მოხვდება.

შეგახსენებთ, პენტაგონი აცხადებს, რომ თვალს ადევნებს დიდი ზომის ჩინური რაკეტის მოძრაობას, რომელიც კონტროლიდან არის გამოსული და როგორც მოსალოდნელია, დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე კვირის ბოლოს შევა. მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში იწვის, რაკეტის ზომა შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ დიდ ნაწილებს შეუძლიათ ზიანი გამოიწვიონ, თუ ისინი დასახლებულ ადგილებში ჩამოვარდება.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთის საგარეო უწყება - ნაკლებად სავარაუდოა ჩინური რაკეტის ნამსხვრევებმა ზიანი გამოიწვიოს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს