გერმანიის ბუნდესრატმა ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის პრივილეგიების მინიჭებას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესრატმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მთავრობის განკარგულებას ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აღნიშნული კატეგორიის პირთათვის იგეგმება ე.წ. კომენდანტის საათისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვის მოხსნა, ასევე სწრაფი ტესტების ჩატარების ვალდებულებისგან გათავისუფლება მაღაზიებში, სილამაზის სალონებში, მუზეუმებში და სხვა ისეთ დაწესებულებაში შესასვლელად, სადაც ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულოა.

ამასთან, ვაქცინირებული და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები არ თავისუფლდებიან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულებისგან.

დოკუმენტი გერმანიის მთავრობამ 4 მაისს მიიღო. გუშინ კი მას მხარი ბუნდესტაგმა დაუჭირა. ახალი წესები ძალაში, სავარაუდოდ, 9 მაისიდან შევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა