ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს, შესაძლოა, ასეთი ჯგუფები შედგეს და მოხდეს ორგანიზებულად აცრა, როგორც ეს სხვა ჯგუფების შემთხვევაში გაკეთდა.

„ჟურნალისტთა კორპუსში ძირითადად ახალგაზრდები არიან. 55 წელზე ზევით ალბათ ბევრი არაა. ის, ვინც 55 წელს ზემოთაა, თავისუფლად შეუძლიათ “ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირება და ჩაწერა. ხოლო დანარჩენებს, ვისაც აცრის სურვილი აქვს, შეუძლია “სინოფარმზე“ ჩაწერა. ვიცი, რომ თბილისში ჩაწერასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო და ჯერ კიდევ არის, მაგრამ მომავალი კვირიდან თბილისში სულ მცირე 30 ახალი კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა