აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად შუშა გამოცხადდა

აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად შუშა გამოცხადდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ იგეგმება ქალაქ შუშას ისტორიული იერსახის აღდგენა, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე ქალაქის პოპულარიზაცია.

შეგახსენებთ, 2020 წლის 8 ნოემბერს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა