ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკურ მდივანს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგის დეპუტატს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკურ მდივანს, როდრიხ კიზევეტერს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატო-ს მისიაში ავღანეთში. როდრიხ კიზევეტერის თქმით, ქართული თავდაცვის დანაყოფები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, რის გამოც ბუნდესტაგის დეპუტატმა ქართველ ხალხსა და განსაკუთრებით, ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა. როდრიხ კიზევეტერმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი, რატომ უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაღალ დონეზეა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.

„ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. რიდრიხ კიზევეტერმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველოს მეტი ინსტრუმენტი ჰქონდეს ამ გზაზე.

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ამბიციურ გეგმას, რომ განახორციელოს ევროპული რეფორმები და ევროკავშირს სრულფასოვანი წევრი გახდეს “, -განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს