ეკატერინე ტიკარაძე თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოხუცებულთა ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

"მოხუცებისთვის ზოგადად ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 15 მარტს და რა თქმა უნდა, ეს პროცესი მოხუცებულთა თავშესაფრებისთვისაც ასევე 15 მარტიდან იყო გახსნილი. დღე-დღეობით ჩვენ პანსიონატებში გვყავს მოხუცები, რომლებიც არიან აცრილები, მაგრამ ამ ყველაფერს არ ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და როდესაც ჩვენ ვნახეთ რა დინამიკით ხდებოდა მოხუცებულების აცრა და ასევე, რა წარმოადგენდა იმ პრობლემას, რომ მათი აცრა ვერ ხდებოდა მეტი ინტენსივობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამას უფრო მეტად ორგანიზებული სახე მივცეთ და ეს პროცესი განხორციელდეს მათ კონკრეტულ ადგილსამყოფელზე. დღეიდან ჩვენ დავიწყეთ მათი ორგანიზებული აცრა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ორშაბათს დაგეგმილია ქუთაისის პანსიონატში მსგავსი აქციის ჩატარება, რათა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის ვისთვისაც კოვიდპანდემია ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს მაქსიმალურად დროულად შევქმნათ უსაფრთხო გარემო. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი და აქედან გამომდინარე, მათ ეძლევათ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა