„მეტი დეველოპმენტი“ - ადაპტირებულ და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია

სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ საქმიანობაში ორი ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი - პირველი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ხელშეწყობაა, მეორე კი - ყველასათვის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნა,- ამის შესახებ ინფორმაციას „მეტი დეველოპმენტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს ორი მთავარი კონცეფციაა, რომელიც „მეტი დეველომპენტის“ ნიშას განსაზღვრავს და კომპანიის ყველაზე პოპულარულ -პროდუქტს - ეკოსითის - ქმნის.

„შშმ პირებისთვის არა მხოლოდ ქალაქში გადაადგილება და მის ინფრასტრუქტურაზე წვდომა, არამედ საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გამოყენებაც ჭირს. იმისათვის, რომ მათ სრულყოფილად შეძლონ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, ადაპტირებული გარემოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“,- აცხადებენ კომპანია „მეტი დეველოპმენტში“.

„მეტი დეველოპმენტის“ მთავარმა არქიტექტორმა, გიორგი გაბუნიამ რამდენიმე წლის წინ ექსპერიმენტი ჩაატარა. მან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ეტლით, ქალაქის ცენტრალურ ადგილას, აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება დაიწყო.

„წინასწარ მქონდა მომზადებული კონკრეტული, მათ შორის, პირველადი სერვისების ჩამონათვალი და მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა მათზე წვდომას. შედეგი ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა. მე ვერ შევძელი, შევსულიყავი ბანკში, მეტროში, ავტობუსში, აფთიაქში, სუპერმარკეტში... ვერაფრით ვისარგებლე. ბოლოს დავინახე ერთი საერთაშორისო ბრენდის რესტორანი, რომელსაც პანდუსი ჰქონდა და გამიხარდა, რომ იქ შესვლას შევძლებდი, თუმცა პანდუსი მხოლოდ ბუტაფორია აღმოჩნდა. დახრის კუთხე იმდენად დიდი იყო, რომ ასვლა ვერაფრით ვერ მოვახერხე. მაშინ გავაანალიზე, რომ ჩემი, როგორც არქიტექტორის მოვალეობა იყო, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე საზოგადოების სრული ინტეგრაცია მომეხდინა საქალაქო ინფრასტრუქტურაში. ჩემი აზრით, არასწორია, პრივილეგირებული ჯგუფებისთვის დავაპროექტოთ შენობა თუ ქალაქი. შესაბამისად, ინკლუზიურობა მნიშვნელოვანია, რათა ყველამ თანაბრად შევძლოთ წვდომა ქალაქზე და მის ინფრასტრუქტურაზე. ეკოსითის პროექტებში ნებისმიერი სივრცე გარე თუ შიდა ტერიტორიაზე, შშმ პირებზეა მორგებული. საკითხს სიღრმისეულად ვუდგებით და ისეთ დეტალებზეც ვმსჯელობთ, როგორიც, მაგალითად, ბრაილის შრიფტის მქონე საფოსტო ყუთებია. მსგავსი ინიციატივების გარდა, წინასწარ გვაქვს შემუშავებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ადაპტირებული ინტერიერის დიზაინები, რომელთაც მობინადრეებს, სურვილის შემთხვევაში, საჩუქრად გადავცემთ. საერთოდაც, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელ ამ პროცესში ბიომრავალფეროვნების ჩართვა. ეს იქნება ყველასათვის ცნობილი ძაღლის სახლები თუ სხვა რამ... ჩვენ მიერ აშენებულ თუ მშენებარე კომპლექსებში ჩიტებისთვისაც კი არის ადგილი. მეტიც, კონკრეტული მკვლევრები მოვიწვიეთ, რათა გვცოდნოდა, თუ რომელი ჩიტი იქნება იმ კონკრეტულ გარემოში, სადაც ჩვენ ვაშენებთ, რა ხილი უნდა ჭამონ ფრინველებმა და ა.შ. მოკლედ, ბიომრავალფეროვნების მთელ ჯაჭვს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ“,- ამბობს გიორგი გაბუნია.

რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების ნაწილს, კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ ამჟამად რამდენიმე უბანში აშენებს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს (ეკოსითი კრწანისი, ეკოსითი სამგორი და ეკოსითი დიღომი). თითოეულ კომპლექსში სავარჯიშო დარბაზების ქსელი „ასპრია“ იქნება განთავსებული. როგორც გიორგი გაბუნია აღნიშნავს, ეს ის პროგრამა მინიმუმია, რომელსაც „მეტი დეველოპმენტის“ ყველა პროექტი მოიცავს.

„ჩვენს ყველა პროექტში გათვალისწინებულია გარე ან შიდა სავარჯიშო დარბაზი და ზოგადად, აქტიური დასვენების ზონა. რაც შეეხება ახალ ობიექტს - ეკოსითი დიღომს - რომლის გაყიდვებიც მალე დაიწყება, იქ გარეთ არსებული სპორტული მოედნისა და სავარჯიშო დარბაზის გარდა, გათვალისწინებულია შიდა საუბნო ველოგზაც, რათა მობინადრემ შეძლოს როგორც კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე, გავიდეს გარეთ, დიღმის ტყე-პარკის ან დიღმის ჭალებისკენ და რეაკრეაციულ სივრცეში განიტვირთოს. ზოგადადაც, ამ ველოგზის მეშვეობით, გვინდა, რომ ადამიანები ქალაქის ინფრასტრუქტურას დაუკავშირდნენ“,- აცხადებს კომპანიის მთავარი არქიტექტორი.

ჯანსაღი ცხოვრების წესთან თუ ადაპტირებულ გარემოსთან დაკავშირებით, „მეტი დეველოპმენტის“ მთავარი არქიტექტორის, გიორგი გაბუნიას დამოკიდებულებას კომპანიის მთელი გუნდი იზიარებს. მათ შორის, „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალიაც, რომელიც მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ საზოგადოება ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო. ამიტომ „მეტი დეველოპმენტი“ ქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანს ხვდება ინკლუზიური გარემო და მასზე მაქსიმალურად მორგებული ეზო, სადარბაზო და საცხოვრებელი ბინა. შენობა მთლიანად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე. ამის დასტურად საკმარისია შეხვიდეთ დასრულებული შენობის ლიფტში, რომელშიც ღილაკები განთავსებულია ჰორიზონტალურად, რაც უქმნის ეტლით მოსარგებლე პირებს კომფორტს გადაადგილებისას. როდესაც ვლაპარაკობთ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პოტენციალის რეალიზების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ უნდა არსებობდეს ამისთვის შესაბამისი გარემო, რომელსაც შევქმნით ერთად, მეტი ზრუნვითა და პასუხისმგებლობით“,- განაცხადა პაპუნა ხაზალიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა