რუსეთმა „ჰიდროქსიქლოროქინი“ კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო პრეპარატების სიიდან ამოიღო

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „ჰიდროქსიქლოროქინი“ კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო პრეპარატების სიიდან ამოიღო და მის ნაცვლად ადამიანის იმუნოგლობულინი შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პაციენტებისთვის, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ, რეკომენდებულია კოვიდ-19– ის წინააღმდეგ ადამიანის იმუნოგლობულინის გამოყენება. „ჰიდროქსიქლოროქინი“ ამოღებულია იმ მედიკამენტთა სიიდან, რომელთა დანიშვნა კოვიდ 19-ის სამკურნალოდ არის შესაძლებელი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთში მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია კორონავირუსის სამკურნალოდ, მოიცავს: „ფავიპირავირს“, „რემდესივირს“, კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინს, „ინტერფერონ ალფას“ და „უმიფენოვირს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა