ინდოეთის ოპოზიციის ლიდერი - თუ კორონავირუსის გავრცელების ტალღა არ გაკონტროლდება, ის არა მხოლოდ ინდოეთს გაანადგურებს, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც საფრთხეს შეუქმნის

ინდოეთის ოპოზიციის ლიდერის რაჰულ განდის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების ტალღა არ გაკონტროლდება, ის არა მხოლოდ ინდოეთს გაანადგურებს, არამედ საფრთხეს დანარჩენ მსოფლიოსაც შეუქმნის.

განდიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვს, საყოველთაო “ლოქდაუნი” გამოაცხადოს და ვაქცინაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დააჩქაროს.

„ინდოეთში პლანეტის მოსახლეობის მეექვსედი ცხოვრობს. პანდემიამ აჩვენა, რომ გენეტიკური მრავალფეროვნება და კომპლექსურობა ინდოეთს ვირუსის სწრაფად მუტირების და უფრო მეტად გადამდებ და საშიშ ფორმად გადაქცევის ნაყოფიერ ნიადაგად აქცევს. ჩვენს ქვეყანაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება დამანგრეველი იქნება არა მხოლოდ ჩვენი ხალხისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც,“- წერს რაჰულ განდი.

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 414 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21.49 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 3 915 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 234 083-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ბოლო 1 კვირის განმავლობაში 1.57 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა, სამედიცინო სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ რეალური მდგომარეობა ოფიციალური სტატისტიკისგან განსხვავდება და ინფიცირების მაჩვენებელი 5-10 -ჯერ მეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა