„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ კორონავირუსის ინდურ შტამს „შემაშფოთებელ ვარიანტად“ აფასებს

„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ სამსახურის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდურ ვარიანტს - B.1.617.2 - „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კატეგორიას მიაკუთვნებენ.

უწყების განმარტებით, არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდებია, თუმცა სხვა მახასიათებლებს ჯერ კიდევ იკვლევენ.

”ჯერჯერობით არასაკმარისი მტკიცებულებებია იმის დასადასტურებლად, რომ ინდოეთში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი რომელიმე ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან არსებულ ვაქცინებს ნაკლებად ეფექტურს ხდის”, - აცხადებენ „ინგლისის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობას ინდური შტამების მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, რომ ამას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ინდოეთის ვარიანტის გავრცელებას ვხვდებით, უნდა გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა, ტესტირება კარდაკარ უნდა ჩავატაროთ”, - განაცხადა ჯონსონმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა