ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მიმდინარე წელს 87 პროექტი დაფინანსდა

ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 1 355 778 ლარია. 40 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, 47 კორპუსში კი ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცოტნე დადიანის 144/14-ში, სადაც ახალი მილები 492 გრძივ მეტრზე მოეწყობა, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„მოძველებული კომუნიკაციების გამო ამ კორპუსს ბევრი პრობლემა შეექმნა. ამ ეტაპზე წყალარინების ქსელს ვცვლით და შემდეგ მთლიან ეზოში კაპიტალურად შეკეთდება გზის საფარი. აღნიშნული პროექტით 58 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ცნობით, სამუშაოების ღირებულება 158 000 ლარს შეადგენს. მათივე განმარტებით, პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა