სოზარ სუბარი - როგორ შეიძლება მივიღო კრიტიკა ვაშაძისგან ან ხვიჩიასგან, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მუშაობდნენ მაშინ, როცა მინისტრი ადეიშვილი იყო და რომელმაც საბჭოთა 30 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე გაზარდა

როგორ შეიძლება მივიღო კრიტიკა გიორგი ვაშაძისგან ან იაგო ხვიჩიასგან, რომლებიც მუშაობდნენ იუსტიციის სამინისტროში მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც საბჭოთა 30 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე გაზარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი საფუძველი ვეტოს დადების არ არსებობს, რადგან კანონპროექტის შინაარსი არის დემოკრატიული.

"ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული და გაცილებით რბილი, ვიდრე შეიძლება ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ითვალისწინებდეს ამას აშშ- ის ნებისმიერ შტატში თუ ევროპის ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

რაც შეეხება კრიტიკას, როცა მაგალითად, ლევან იოსელიანი ან არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ისინი გულწრფელები არიან, შეიძლება არ დავეთანხმოთ მათ, მაგრამ გულწრფელობაში ეჭვი არ შევიტანოთ, მაგრამ როცა მას ყოფილი თუ მოქმედი „ნაციონალები“ უწოდებენ მას საბჭოთა და რეპრესიულ დოკუმენტს და ცვლილებებს, ეს არის არასწორი და ისინი უბრალოდ იტყუებიან, რადგან როგორ შეიძლება მივიღო კრიტიკა გიორგი ვაშაძისგან ან იაგო ხვიჩიასგან, რომლებიც მუშაობდნენ იუსტიციის სამინისტროში მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც საბჭოთა 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გაზარდა 90 დღემდე და ჩვენ ეს 90 დღე შევამცირეთ 15 დღემდე. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის", - განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა